LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკში „მისის ტურიზმი აშშ“-ს ქართველ გამარჯვებულს გვირგვინი ჩამოართვეს (ფოტო)

168

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ცისნამი საყვარლიშვილმა ნიუ იორკში მისის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა და ტიტულიც მოიპოვა, ის „მისის ტურიზმი საერთაშორისო ქველმოქმედება“ გახდა, თუმცა მალევე, „შეუფერებელი საქციელის“ გამო რასიზმში დაადანაშაულეს და გვირგვინი და ტიტულიც ჩამოართვეს. ცისნამის მაგივრად ზემოხსენებული ტიტული სხვა მონაწილეს, სვეტლანა კრამარს მიანიჭეს.

ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ორგანიზაცია „მის ტურიზმი აშშ“ და  „მისის ტურიზმი საერთაშორისო ელჩი“ წარმომადგენელმა, Marcie Concepcion-მა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„არასათანადო საქციელის გამო, The Miss Tourism USA Organization-ისა და The Ms. Tourism International Ambassador program-ის და „მის ტურიზმი საქართველოს“, ცისის გზები გაიყო. მას ოფიციალურად ჩამოერთვა მოპოვებული ტიტული და არ აქვს უფლება, ის სადმე გამოიყენოს. ჩვენ მას არაფერს ვუსურვებთ, გარდა ბედნიერებისა“.

კონკურსის ორგანიზატორის გაბრაზება მოჰყვა ფოტოს, რომელიც ცისნამის მეგობრებმა გამოაქვეყნეს, სადაც პირველი და მეორე ადგილის მფლობელი შავკანიანი გოგონები და ასევე მესამე პოზიციაზე გასული კონკურსანტი დანომრილები იყვნენ, თავად ცისნამიმ კი ეს ფოტო საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა:

მოგვიანებით, ცისნამმა ორგანიზატორს ბოდიში მოუხადა, თუმცა იგივე ფოტო მისი „ფეისბუქის“ გვერდზე, კომენტარებში ატვირთა, რაზეც ისევ მიიღო შენიშვნა, რომ იმავე შეცდომას უშვებდა…

სანამ ქართველ მონაწილეს გვირგვინს წაართმევდნენ, მანამდე მის მიერ გამარჯვების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოს ქართულ სოციალურ ქსელში უამრავი გაზიარება მოჰყვა, თუმცა არა დადებით კონტექსტში.

ცისნამის მხარდასაჭერად ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა დიდი ტექსტი გამოაქვეყნა: