LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძეს წარადგენს

51

ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძეს წარადგენს.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლიანობის და კანონის სამსახურში იყო და ეს არის ამოსავალი, რის საფუძველზეც მის კანდიდატურაზე შეჯერდნენ.

“მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლისა და სამართლიანობის მხარეს იდგა, მაშინ როდესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ადვოკატი და იყო პარლამენტის წევრი. დარწუნებული ვარ, მომავალშიც მისი მთავარი პრინციპი ეს იქნება – იყოს სამართლის, სამართლიანობისა და კანონის სამსახურში. ეს არის ამოსავალი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე შევჯერდით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს, არ არის აუცილებელი, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ანტაგონისტური დამოკიდებულება ჰქონდეს.
 

პოპულალურები