LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო 13-15 წევრამდე მცირდება – თემურ ჭკუასელი

285

“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო 13-დან 15-მდე ადამიანით დაკომპლექტდება, – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დაწყებამდე დეპუტატმა და საბჭოს წევრმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა.

მისი თქმით, პირადად თვითონ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, სავარაუდოდ, აღარ იქნება.

„მე ვაპირებ დავტოვო პოლიტიკური საბჭო, პრობლემა არ არის, თუ ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. დაახლოებით ვიცი, რომ პოლიტიკურ საბჭოში იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ არა დეპუტატები და არა მინისტრები. პარტიის პოლიტსაბჭოს ეხება მხოლოდ პარტიის საკითხები. პარლამენტარს გაცილებით მეტი საქმე აქვს, მე დეპუტატი ვარ და ხალხთან უნდა მქონდეს ურთიერთობა. გადახალისება სჭირდება აბსოლუტურად ყველაფერს, მათ შორის პილიტიკურ საბჭოს“, – განაცხადა ჭკუასელმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები