LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა მსოფლიო გააცურეს – რა არის რეალურად treepex?

256

“ჩვენ არ გვჭირდება ელექტრონული მოწყობილობა იმისთვის, რომ ვისუნთქოთ – ჩვენ გვჭირდება ხეები” – ამის შესახებ treepex-ის ქართველმა გამომგონებლებმა, ლაშა კვანტალიანმა და ბაჩო ხაჩიძემ განაცხადეს.

მოწყობილობა Treepex , რომელიც ინტერნეტში ერთი თვის წინ გავრცელებული ვიდეო რგოლის მიხედვით, მომხმარებელს სუფთა ჰაერით სუნთქვაში უნდა დახმარებოდა, ხეების დარგვის ონლაინ პლატფორმა აღმოჩნდა.

treepex-ის გაყიდვა გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მისმა შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ბორჯომის ტყის აღსადგენად და ყურადღების მისაქცევად, მთელი მსოფლიო “გააცურეს”.

“დღეიდან, ყველას შეგიძლიათ ჩვენი პლათფორმით დარგოთ ხეები ბორჯომში. www.treepex.com

ჩვენ, ჩვენი რეპუტაცია დავდეთ სასწორზე. 750 000-ხიდან, მხოლოდ 
45 000-მდე აღდგენა შევძელით ქართულ რეალობაში.

ეს მკვეთრი ნიშანი იყო რომ მეტია საჭირო. ამიტომაც გავაკეთეთ ის რაც გავაკეთეთ.

გაუზიარეთ ეს ამბავი უცხოელ მეგობრებს. ქართველებმა ისედაც ვიცით, რატომ არის მნიშვნელოვანი ბორჯომი!”, – წერს ლაშა კვანტალიანი.

ქართველმა გამომგონებლებმა ამ ვიდეოთი ამცნეს მსოფლიოს, რომ ტრიპექსი არ არსებობს:

როგორც, Treepex-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო რგოლშია აღნიშნული, ყოველწლიურად მილიონობით ხე-ტყე იჩეხება და , დაახლოებით, 5 მილიონი ადამიანი კვდება ჰაერის დაბინძურების გამო, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა პრობლემბის გადაჭრის უკიდურესი ხერხები.  Treepex არათუ რაიმე მოწყობილობა, არამედ ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება ხეების ონლაინ ყიდვა, დარგვა და მათ ზრდაზე თვალყურის დევნა.

“დრო მოვიდა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ჩვენ არ გვჭირდება ელექტრონული მოწყობილობები იმისთვის, რომ სუფთა ჰაერით ვისუნთქოთ, ჩვენ გვჭირდება, ტყე. სწორედ ეს არის Treepex. თუ თქვენ ზრუნავთ პლანეტაზე, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ ამოირჩიოთ ხე, დაარქვათ მას სახელი და ამოირჩიოთ ადგილი, სადაც მის დარგვას ისრუვებდით. ყოველ ხეს აქვს სპეციალური მიკრო ჩიპი, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია ხის ზრდის პროცესის თვალყურის დევნა”, – ნათქვამია ვიდეო რგოლში.

ახალი ვებ. გვერდის მეშვეობით, ხეების დარგვა ბორჯომში, ლუშოტოში(ტანზანია) , კალიფორნიაში (აშშ), აჯამეთში, ტიერა დელ ფუეგოში ( არგენტინა) და კენიის მთაზე განთავსებულ დაცულ ტერიტორიებსა თუ ნაკრძალებშია შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები