LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია

46

2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი გზავნილი მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან დაფიქსირდა.

2016 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.1 მლნ აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.7 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები