LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილის მსგავსება ჯეიმი დორნანთან

159

რატი დურგლიშვილი ცნობილი მსახიობის, ჯეიმი დორნანის ფოტოებს აქვეყნებს, საკუთარ სურათებთან ერთად და “ფეისბუქის” მომხმარებლებს ეკითხება, მართლა ჰგავს თუ არა მას. როგორც ჩანს, მას ამ კომპლიმენტს ხშირად ეუბნებიან აშშ-ში, სადაც ივნისიდან მოყოლებული დასასვენებლად იმყოფება. ფოტოებზე, რომლებიც მან გამოაქვეყნა, რატიართლაც ჰგავს ჯეიმის.

შეგახსენებთ, რომ დორნანი სუპერპოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტრილოგიაში – “გრეის 50 ელფერი” კრისტიან გრეის როლი შეასრულა და სექსსიმბოლოდ იქცა.

რაც შეეხება რატის, როგორც მოგახსენეთ, ის ზაფხულს აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში ატარებს და ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. მცირე ხნის წინ ის დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასაც ესტუმრა, სადაც მიღებულ შთაბეჭდილებებს სიამოვნებით უზიარებდა მეგობარ მუსიკოსებს. გთავაზობთ ფოტოებს მისი მოგზაურობიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები