LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყება: „კეთილი ზრახვების“ მიუხედავად, თბილისი ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს

69

საქართველოს მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს – ეს განცხადება რუსეთის საგერეოსაქმეთა სამინისტროში გააკეთეს.  უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ  დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელ და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის, ტოივო კლაარის შეხვედრა გაიმართა.

„მხარეებმა იმსჯელეს იმიერკავკასიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი სიტუაციის შესახებ, ასევე განიხილეს ინციდენტებზე პრევენციისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმების მუშაობა. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვებისა და „უკეთესი მომვალისკენ ნაბიჯებისა“, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გართულებას იწვევს. ამის მაგალითი არის გაეროში წარდგენილი მორიგი რეზოლუცია, რომელიც დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ, ასევე ახლახანს გამოცხადებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები