LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო – აეროპორტში, ირანელების მიმართ მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ დასტურდება

103

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ დასტურდება.

ამასთან უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშორებით გაიმართება შეხვედრა ირანის ელჩთან.

“ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა.

პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან სადაც კიდევ ერთხელ გავივლით აღნიშნულ საკითხს“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები