LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი ბავშვების შესაძლო წამების ფაქტს შეისწავლის

55

“თუ ეს ადამიანი წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებებს მზად ვართ შევისწავლოთ ეს საკითხი”- ამის შესახებ “ფორტუნას” სახალხო დამცველის აპარატში სიციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე საპასუხოდ განუცხადეს.

საქმე ეხება ყოფილი სამხედროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის საუბრობს სამხედრო ბაზებზე ბავშვების შესაძლო წამების ფაქტებზე. ყოფილი სამხედრო სახალხო დამცველისგან მოითხოვს ფაქტების შესწავლას. ვიდეოში ასევე მას თან აქვს დისკი, სადაც მისივე მტკიცებით, ეს ფაქტებია ასახული.

“სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მას არაერთხელ სთხოვა დაეტოვებინა ოფისში ფირი, რათა ომბუდსმენს შეესწავლა ფაქტი, თუმცა ამ ადამიანმა დატოვება არ ისურვა. ჩვენ დაველოდებით ამ ადამიანს და თუ წარადგენს მტკიცებულებებს მზად ვართ შევისწავლოთ საკითხი. მეტიც, კანონმდებლობით ის ვალდებულიც არის შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესახებ შეატყობინოს შესაბამის უწყებებს”- აღნიშნეს ომბუდსმენის აპარატში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები