LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობას ნაქირავებ შენობაში გააგრძელებს

77

სახალხო დამცველის აპარატისთვის ალტერნატიული ფართის დაქირავება, სარეზერვო ფონდიდან მოხდება. განცხადება ფინანსთა მინისტრმა  ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“სარეზერვო ფონდიდან ოფისის დაქირავებისთვის 500 ათასი ლარი გამოიყოფა. სახალხო დმაცველის ოფისის დაქირავება მოხდება მანამ, სანამ არ მოიძიება ალტერნატიული ფართი,” – აღნიშნა გაგუამ.

სახალხო დამცველის აპარატმა შენობის ავარიულობის გამო მუშაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის შენობას, რომელიც ავარიულია, მესამე ხარისხის დაზიანება დაუდგინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები