LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი გენდერული თანასწორობის საბჭოში გია ვოლსკის უჩივის

66

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, გენდერული თანასწორობის საბჭოში 9 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის გამო გია ვოლსკის უჩივის. საქმე ეხება საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გია ვოლსკის მიერ სალომე სამადაშვილის მისამართით მიმართვისას გამოყენებულ ტერმინ „გოგოს“.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებს, როგორც ჩანს, არ ესმის გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგებისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშველოვანი არა მხოლოდ იმ ქალებისთვის, ვისაც სურთ პოლიტიკაში ჩართვა, არამედ ყველა ქალისთვის, რომელთაც პროფესიულ გარემოში უნდა იგრძნონ თავი დაცულად და იცოდნენ, რომ მათ მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით არავინ გამოიყენებს კნინობით და დისკრიმინაციული ფორმის მიმართვებს,“- განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, თუ რა რეაგირება რქნება საბჭოს ეს მისი პრეროგიტვაა..მთავარია მათ ეს ფაქტი განიხილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები