LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო სამეული პრინცესა დიანას სახელობის ბაღს ესტუმრა

136

30 აგვისტოს, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია და პრინცი ჰარი, კენსინგტონის სასახლეში განახლებულ ბოტანიკურ ბაღს White Garden ესტუმრნენ, რომელიც პრინცესა დიანას სახელობის არის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 დეკემბერს ზუსტად 20 წელი გავიდა პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით ეთერში გამოდის რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც პრინცესას ცხოვრებასა და გარდაცვალების დეტალებს ასახავს.

წვიმიანი დღის მიუხედავად, სამეული არაჩვეულებრივ განწყობაზე იყო. ქეითს ყვავილების პრინტით გაწყობილი კაბა ეცვა, ხოლო პრინცებმა უპირატესობა ტრადიციულ კლასიკურ პიჯაკებს და პერანგებს მიანიჭეს. სამივე მათგანი ბაღის ტერიტორიაზე ქოლგით გადაადგილდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები