LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სირიაში „ოფიციალური ვიზიტით“ ჩავიდა

112

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „ოფიციალური ვიზიტით“ სირიაში ჩავიდა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, „ვიზიტის“ ფარგლებში ანატოლი ბიბილოვი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები ხელს მოაწერენ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრების გამართვა სირიის პრემიერმინისტრთან იმად ჰამისთან, პარლამენტის სპიკერთან ჰამუდა ას საბაღთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები