LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მილიონებს მიიღებს: თურქმენული ნავთობი ჩვენგან გავა

400

საქართველოს დერეფანში თურქმენული ნავთობის გადაზიდვა იწყება. მხარეებს შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. კონტრაქტი 3-წლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ტვირთი დერეფანში გარანტირებულად იმოძრავებს და რკინიგზის ტვირთბრუნვას 1.5 მილიონით გაზრდის.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, აღნიშნული თანამშრომლობით საქართველო წელიწადში 60 მილიონ ლარზე მეტ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს.

”ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ნავთობის გადაზიდვაზე 3 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები 1 წლიანი. ეს ნიშნავს რომ თურქმენულ მხარეს აქვს დიდი ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ და ასევე ჩვენი კომპანიის მიმართ”, – აღნიშნა ცაგურიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს დერეფანში რკინიგზით წელიწადში 1.5 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდება.

 

 

შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აღნიშნული ტვირთის გადამამისამართება მახაჩკალის მიმართულებით ნოვოროსისკის პორტში მოხდა.

2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფენში დაბრუნების თაობაზე. 2015 წლის პირველი წარმატებული საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია „კასპიან ტრანზიტის“ მეშვეობით, საქართველოს ტეროტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები