LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ნახევარ-მილიონს გამოყოფს

91

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები – სამედიცინო კორპორაცია “ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ საქართველოში ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ავრცელებს.

„დღეს მთელი ქვეყანა შეძრულია იმ სტიქიით, რაც საქართველოს ტყის მასივებში ხდება. ჩვენ ყველანი ერთად ვუყურებთ მეხანძრეებისა და მაშველების გმირულ შემართებასა და თავდაუზოგავ ბრძოლას სტიქიასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით სწრაფად მოხდება ეკოლოგიური ზიანის აღდგენა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები