LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენს – სტატისტიკის მონაცემები

110

მიმდინარე წლის დასაწყისისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 ადამიანს შეადგენდა.

ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2016 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა 3 720 400 კაცი იყო, შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში 2 200 ადამიანით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი – 5 443 400 კაცი 1989 წელს იყო.

„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 2 128 600 კაცი საქალაქო, ხოლო 1 589 600 ადამიანი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის დასაწყისისთვის, მოსახლეობიდან 1 781 500 ქალი, ხოლო 1 936 700 მამაკაცია. რაც შეეხება ასაკობრივ დაყოფას, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 15 წელს ქვემოთ 724 100 ადამიანია; 15-64 წლის მოსახლეთა რიცხვი – 2 456 700-ია, ხოლო 65 წელს ზემოთ 537 400 კაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები