LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობის 21,3% სიღარიბის ზღვარს მიღმაა

85

2017 წლიდან საქსტატი სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლების გამოქვეყნებას იწყებს. უწყების განმარტებით, აბსოლუტური სიღარიბის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ და იგი გამოიყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

”საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდი ითვალისწინებს სიღარიბის ზღვრის განსაზღვრას შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების კვლევის მონაცემების საფუძველზე (2017 წლამდე შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა). სიღარიბის ზღვრის გაანგარიშება ეფუძნება შრომისუნარიანი მამაკაცისთვის რეკომენდებული კალორიების მინიმალური რაოდენობის ღირებულებას.

2017 წლიდან სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლების გავრცელება მოხდება ყოველწლიურად ქვეყნისა და ქალაქ-სოფლის დონეზე.

მოცემულ ეტაპზე გაანგარიშებული სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლები წარმოადგენს წინასწარ მონაცემებს. მონაცემების განახლება და საბოლოო მაჩვენებლების გავრცელება განხორციელდება მას შემდეგ, რაც მოხდება აღწერათაშორისი მოსახლეობის გადაანგარიშება, რომელიც იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე”, – ნათქვამია საქტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, 2016 წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა და 21,3% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის აბსლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა როგორც თბილისში, ასევე სოფლად და 16,9% და 25,5% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები