LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება გაგრძელდება – თეა წულუკიანი

124

„მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოკითხვები გუშინაც მიმდინარეობდა და გამოძიება გაგრძელდება,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანისთვის განმარტავს, რომ გუშინ ჩანაწერების გავრცელებისთანავე პროკურატურამ განაცხადა, როდის გაკეთდა ეს ჩანაწერი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი და არის თუ არა ავთენტური. მისივე თქმით, გამოძიება სამი დღის წინ დაიწყო.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება. იმედი მაქვს, პროკურატურა სრული გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„სასჯელაღსრულების სისტემაში ასე იყო მუდამ და ასეა მას მერეც, რაც იუსტიციის სამინისტრო შემოუერთდა – საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვით შედიან და ნახულობენ მათთვის სასურველ პატიმრებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელი შევუშალოთ ამ ვიზიტებს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები