LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტასო ბარნოვა:რამიშვილი სექსუალური ხასიათის შევიწროებას სისტემატურად ახორციელებდა

111

თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვა ამტკიცებს, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა, ამის შესახებ სამხარაძემ ქალთა მოძრაობის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტასო ბარნოვა აპირებს, რამიშვილს უჩივლოს.

„ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემს მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგადაც მე იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დირექციისთვის დახმარების თხოვნით მიმემართა. ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში“, – განაცხადა თათია სამხარაძემ და აღნიშნა, რომ არსებობს მისი ბრალდების დამამტკიცებელი აუდიოჩანაწერიც, რომელსაც ამჟამად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზას უტარებენ.

დღეს დილით შალვა რამიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ თათია სამხარაძე ცრუობს და მასზე ძალადობა არასოდეს განუხორციელებია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამიშვილი დღეს 4 საათზე პროკურატურაშია დაბარებული.

 

ფოტო ეკუთვნის ინტერნეტპორტალს 2030

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები