LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილები მოეწყობა

59

დედაქალაქის მასშტაბით 12 ლოკაციაზე მიწისქვეშა და მიწისზედა საპარკინგე ადგილები მოეწყობა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, აღნიშნული საკითხი ამჟამად მუშავდება.

მისივე თქმით, საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა აპრილში გამოცხადდება, სადაც მონაწილეობას კერძო ინვესტორები მიიღებენ.

”იქნება საკმაოდ დეტალურად მომზადებული დოკუმენტი. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით, გეოლოგიური დასკვნით და ძირითადი მოდელებით. დაინტერესებულ ინვესტორებს შეეძლება მათთვის სასურველი ადგილი შეარჩიონ და პარკინგი მოაწყონ”, – განაცხადა ლექვინაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები