LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბნები, სადაც საჯარო მოხელეების მობილიზება დაფიქსირდა, უნდა გაუქმდეს – თინა ბოკუჩავა

119

ცესკო-ს თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საჯარო მოხელეების მობილიზება იყო მთელი თბილისის მასშტაბით და რეალურად, „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, ეს ბერკეტი გამოეყენებინათ 12:00-13:00 საათამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ცესკო-ს თავმჯდომარესთან თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა და ლევან ბიბილაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს ხმის მიცემას აიძულებს.

„წესით, უბნები, სადაც საჯარო მოხელეების მობილიზება დაფიქსირდა, უნდა გაუქმდეს და ეს იქნებოდა ცესკო-ს მხრიდან სწორი და მართებული რეაგირება. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნებას“, რომ ვერ მოიგებს არჩევნებს საჯარო მოხელეების უკანონო მობილიზაციით,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები