LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა – სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს

171
2096470079

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  ბევრ კითხვას სცემს პასუხს.

მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს.

„როდესაც პუტინის პირად პატიმარს თავს ესხმი და ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი, ეს განცხადება ბევრ კითხვას პასუხს სცემს. პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური ჯგუფის, წევრმა მიხეილ დაუშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მოითხოვა.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი – გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

„ხელისუფლება თუ შეიცვალა, მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს – სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური“ – გოცირიძე

„მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური!“ – გვარამია გახარიას პარტიის მოთხოვნაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები