LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში გეორგიევსკის ლენტი კანონით აიკრძალა

352

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გეორგიევსკის ლენტების წარმოებასა და პროპაგანდას კრძალავს, რუსული მედიის შესახებ, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

კანონი უმაღლესმა რადამ 16 მაისს მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გეორგიევსკის ლენტი უკვე არა მეორე მსოფლიო ომის , არამედ – უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სიმბოლოდ იქცა.

კანონის დამრღვევი ფულადი ჯარიმით, ან – 15 დღიანი პატიმრობით დაისჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები