LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმოწყალოდ გვცემენ, არაადამიანურად გვეპყრობიან – ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

76

ქუვეითის აეროპორტში დაკავებულია საქართველოს 4 მოქალაქე. ერთერთმა დაკავებულმა ოჯახთან დაკავშირება შეძლო. მამაკაცის თქმით, სპორტსმენები აეროპორტში იმ მომენტში დააკავეს, როცა საბაჟოზე მათ საბუთებს ამოწმებდნენ და გაარკვიეს, რომ ისინი ქართველები იყვნენ.

ერთ-ერთმა დაკავებულმა „ვაიბერის“ საშუალებით საკუთარ დას შეტყობინება მიწერა, სადაც უთხრა, რომ აეროპორტში დაკავებულებს სცემდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

„ჩემმა ძმამ რამდენიმე წუთის წინ „ვაიბერში“ მომწერა, შენი იმედიღა გვაქვს, რადგან ქართველები ვიყავით, ქუვეითის აეროპორტში საბაჟოზე არ გამოგვატარეს და აგვიყვანესო. აყვანისას კიდევ ერთხელ დამეკონტაქტა და მითხრა, რომ თარჯიმანს ელოდებოდნენ, თუმცა თარჯიმანი ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. დაახლოებით 40 წუთის წინ ვაიბერში არეული ტექსტით ისევ მომწერა, უმოწყალოდ გვცემეს, გაგვხეთქეს ცემაშიო, არაადამიანურად გვეპყრობიანო. ვინც შეგიძლია, ჩარიე და გვიშველე რამეო. სახელმწიფოსგან ვითხოვ, ოფიციალურად რაიმე სახით მოახდინონ რეაგირება,“ – განუცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დამ „ფორტუნას“.

ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ელის. დაკავებულის და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან  ითხოვს, დეპორტის საშუალებით მაინც გამოუშვან ქუვეითის აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ადასტურებენ.

პოპულალურები