LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლის შესაძენად განათლების სამინისტრო ტენდერს აცხადებს

99

განათლების სამინისტრო ვაშლის შესაძენად ტენდერს ამ კვირაში გამოაცხადებს – ამის შესახებ პროგრამის მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა განაცხადა. მისი თქმით, ტენდერში გათვალისწინებული პირობით, ვაშლის შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდება.

„ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ კვირაში ტენდერიც გამოცხადდება. ყველა სკოლისთვის მთლიან ტენდერს ვაცხადებთ. სკოლებს და ბუფეტებს ხარჯის გაწევა აღარ დასჭირდებათ, ყველაფერს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს – სკოლებში გარეცხილ, გამშრალებულ, ყუთებში ჩალაგებულ ვაშლებს მიიტანს და ლარნაკებში ჩაალაგებს“ – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ მაია მუშკუდიანი.

 

    შეგახსენებთ, განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში “ვაშლის დარიგების“ კამპანია სექტემბრიდან, სწავლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყება და დეკემბრამდე გაგრძელდება.
    აღნიშნული კამპანია განათლების სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები