LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ იუშჩენკოს კვლავ სურს უკრაინის პრეზიდენტობა

119

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ამბიციები მას კვლავ აქვს.

„მე არ მომიწერია ხელი მოღალატეობრივ ხელშეკრულებაზე გაზთან დაკავშირებით, რუსეთისთვის არ ჩამიბარებია ყირიმი, არ ჩამიბარებია აღმოსავლეთ დონბასი. მე უკრაინელ ერს პატიოსნად და პროფესიონალურად ვემსახურე და ახლა არაფერს ვნანობ“, – აღნიშნა იუშჩენკომ.

ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის პოსტს 2005-2010 წლებში იკავებდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები