LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი ყველას მოუწოდებს, ცერცვაძის საქმეზე აჟიოტაჟისგან თავი შეიკავონ

55

საქართველომ უკრაინასთან თანამშრომლობით უკვე განახორციელა საჭირო ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე გიორგი ცერცვაძის ინტერესების  დასაცავად – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩვენმა სახელმწიფომ, ისე, რომ  ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება,  უკვე განახორციელა ნაბიჯები, ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესების დასაცავად.

ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნება, თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თავად მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს“ – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, უწყებაში ყველა ადამიანის პირადი მონაცემი დაცულია.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხართ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არცერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მითუმეტეს ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“ – განაცხადა წულუკიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები