LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანთან მთავარი პროკურორის ორი კანდიდატურაა შესული – კახა კახიშვილი და ირაკლი შოთაძე

40

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ამ დროისთვის იუსტიციის მინისტრთან ორი – კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურებია შესული. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს  იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

”მე კონსულტაციებისთვის ვადა მაქვს 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მომაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები. ჯერ  მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის   კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, 3 კაციან სიას 14 ნოემბერს, დილით გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები