LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა: სასარგებლო თუ საზიანო?

2995

ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომლითაც სასიამოვნოა დილის დაწყება და ვახშმის დასრულება. ზოგადად ყავა საკმაოდ რთული სასმელია, რომლის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე დღემდე კამათსა და უთანხმოებას იწვევს. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყავა სასარგებლოა და ის ჩვენი რაციონის აუცილებელი ინგრედიენტი უნდა იყოს, მეორე ნაწილი კი, დარწმუნებულია, რომ საჭიროა მისი მაქსიმალურად შემცირება. გთავაზობთ ორ განსხვავებულ მოსაზრებას, თქვენ კი, თავად გადაწყვიტეთ, ყავით გირჩევნიათ დილის დაწყება თუ  არანაკლებ არომატული ჩაით.

665@495@35cc43525f0619141c60f5069215bfbc-NDIyNTkzYmIyOQ

ყავის სარგებლობა

  1. სიმსივნის გაჩენის რისკის შემცირება – ამერიკული ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში ოთხი ან მეტი ჭიქა ყავა, 20%-ით ამცირებს მელანომას (კანის სიმსივნის ნაირსახეობა) წარმოქმნას.
  2. დახმარება წონის დაკლებისას – დამტკიცებულია, რომ კოფეინის შემცველი ყავის თაყვანისმცემლების ნივთიერებათა ცვლის პროცესი 16%-ით უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე მათი, ვინც უპირატესობას უკოფეინო ყავას ანიჭებს. გამომდინარე აქედან ნამდვილი ყავის მოყვარულები ბევრად უფრო სწრაფად იკლებენ წონაში.
  3. ანტიოქსიდანტები – ყავაში ბევრად უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ვაშლში. ანდიოქსიდანტები კი, თავის მხრივ ამცირებენ ქრონიკული დაავადებების, ასევე პარკინსონის და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.
  4. დეპრესიის მკურნალობა – Archives of Internal Medicine-ს კვლევების თანახმად, ის ვინც დღეში სულ მცირე 2-3 ჭიქა ყავას სვამს, 15%-ით ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ.
  5. კარგი მეხსიერება – კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 2 ჭიქა ყავა აუმჯობესებს მოკლევადიან და გრძელვადიან მეხსიერებას, ასევე ავითარებს  სწრაფ რეაქციას. გარდა ამისა, ყავა ხელს უშლის ალცგეიმერის დაავადების განვითარებას, რადგან ის ამცირებს ნერვის უჯრედზე გაჩენილ იმ კვანძებს, რომლებიც აფერხებენ ტვინის მუშაობას.

665@495@fb8d42f76898fae2f4831a5fc8ddb198-YzY2MzY3NTQ3Zg

ყავის ზიანი

  1. ნერვული სისტემის გამოფიტვა – ყავა ძლიერი ფსიქოსტიმულატორია, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ყავის ხშირი მომხმარებელი ჯერ მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს, მერე კი, გაღიზიანებას და მომატებულ აფორიაქებას. გარდა ამისა, ყავის ზომიერებადაკარგულ მოყვარულებს  ნერვული უჯრედების გამოფიტვა და თირკმელსზედა ჯირკვლების მუშაობის დარღვევაც ემუქრებათ.
  2. გაუწყლოება – ერთის მხრივ ყავა ამცირებს წყურვილის გრძნობას, მეორეს მხრივ კი, მას შარდმდენის თვისება ახასიათებს. სწორედ ამიტომ, ყავის მირთმევის შემდეგ, შესაძლოა არ გქონდეთ წყურვილის გრძნობა, მაგრამ თქვენი ორგანიზმი, სასწრაფოდ საჭიროებდეს სითხის მიღებას. ყავას ორგანიზმიდან კალცი, კალციუმი, მაგნიუმი და სხვა სასარგებლო მიკროელემენტები გამოაქვს, ამიტომ რეკომედირებულია ყოველი პორციის შემდეგ 1-2 ჭიქა წყლის დალევა.
  3. მომნელებელი სისტემის პრობლემები – რძიანი ყავა არა მარტო კალორიული სასმელია, არამედ მომნელებელი სისტემისთვის რთულად გადასამუშავებელიც, რადგან ის იმ ორი ნივთიერების – ყავის ტონინის და რძის კოზეინის ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც რთულად მუშავდება ადამიანის ორგანიზმის მიერ.
  4. ადრეული დაბერება – კოსმეტოლოგების უმრავლესობამ ყავას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, რადგან მათი აზრით არომატული სასმელი კანის ადრეულ დაბერებას და სახის გაუფერულებას იწვევს.
  5. გულის დაავადებები – კვლევების თანახმად, ყავის ბოროტად გამოყენება  გულის დაავადებებს იწვევს. დღეში 6 ჭიქაზე მეტის მიღება კი, 71%-ით ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

 

315@415@04630f7c5b7f9d424e6a1a1fa086c3d1-M2EyY2M3MWRlMA

ყავის კოქტეილები

  1. ესპრესო – ტრადიციულად ყავის ყველაზე ძლიერ ნაირსახეობად ითვლება და მცირე ზომის (30-35მლ.) ფინჯანით ისმება. სინამდვილეში ესპრესო ყველაზე მეტად უფრთხილდება ჩვენს გულსა და კუჭს, რადგან მომზადების პროცესში ის საკმაოდ დიდი რაოდენობით კარგავს კოფეინს, სამაგიეროდ ინარჩუნებს მდიდარ გემოსა და არომატს. (კალორიულობა – 7 კკალ.)
  2. მაკიატო – ესპრესო რძის ქაფით, კაპუჩინოს მსგავსად 1:1 პროპორციით. შეიძლება ითქვას, რომ მაკიატო კაპუჩინოს ნაკლებად კალორიული ნაირსახეობაა (კალორიულობა – 66 კკალ.)
  3. ამერიკანო – წყლით გაზავებული ესპრესო, სადაც წყალი უკვე მომზადებულ ყავაში ისხმება, რაც აქრობს ესპრესოსთვის დამახასიათებელ სიმწარეს,  არომატი კი, ბევრად უფრო რბილი ხდება. ტრადიციულად 30 მლ. ესპრესოზე 120 მლ. წყალი მოდის. (კალორიულობა – 18 კკალ.)
  4. კაპუჩინო – ყავის კოქტეილი ესპრესოში რძის ქაფის დამატებით. როგორც წესი კაპუჩინო სამი (ერთნაირი პროპორციით) ინგრედიენტისგან – ესპრესო, ცხელი რძე და რძის ქაფისგან შედგება. სასმელის ყველა შემადგენელი ცხელი უნდა იყოს და თბილ ჭიქაში ჩაისხას. (კალორიულობა – 105 კკალ.)
  5. ლატე – რძის კოქტეილი უფროა ვიდრე ყავის, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი ცხელი რძეა (ესპრესოს ერთ ნაწილზე რძის სამი ნაწილი მოდის). ლატე სამი ფენისგან შედგება და მისი მირთმევა მაღალი გამჭვირვალე ჭიქითაა მიღებული, რათა უკეთ გამოჩნდეს სამივე – რძის, რძის ქაფის და ყავის ფენა (კალორიულობა – 112 კკალ.)
  6. მოკაჩინო – ყავის კოტეილი შოკოლადისა და ტრადიციული ლატეს დამატებით, რომელიც ასევე ცნობილია “მოკოს” სახელით. მზადდება ლატეს მსგავსად, თუმცა მისგან განსხვავებით მაკაჩინოს კაკაოს ფხვნილს ან შოკოლადის სიროფს უმატებენ. (კალორიულობა – 298 კკალ.)
  7. ყავა თურქულად – წვრილად დაფვილი ძლიარი ყავა სუნელების დამატებით. ტრადიციულად მას ჯეზვიში ხარშავენ დაბალ ცეცხლზე, რომელიც ყავას არ აძლევს ადუღების, გემოსა და არომატის დაკარგვის საშუალებას. (კალორიულობა – 1 კკალ.)
  8. ფლეტ უეტი – ყავის კოქტეილი, მსუბუქად აქაფებული რძისა და ესპრესოს ორმაგი პორციის შემადგენლობით. 110 მლ. რძეზე დაახლოებით 60 მლ. ყავა მოდის. ლატესა და კაპუჩინოსგან ეს სახეობა გამოკვეთილი ყავის (დამახასიათებელი სიმწარით) და რძის რბილი გემოთი გამოირჩევა. (კალორიულობა – 50 კკალ.)
  9. ფრაპე – ყავისა (ორმაგი ესპრესო) და რძის (დაახლოებით 100 მლ.) ცივი კოტეილი, რომლის ყველა კომპონენტი ცივი უნდა იყოს და ერგვაროვან მასად ან შეიკერში აითქვიფოს ან მიქსერში. ხშირად ფრაპეს ძირითად ინგრედიენტად ნაყინს იყენებენ, შეიძლება ყინულის ან სხვადასხვა სიროფის დამატებაც. (კალორიულობა – 60 კკალ.)
  10. ყავა ირლანდიურად – ყავის კოქტეილი, ვისკით, ნაღებითა და ლერწმის შაქრით. ტრადიციული შემადგენლობა – ოთხი პორცია ესპრესო, 30-35 მლ. ვისკი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და 2 სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები. (კალორიულობა – 113 კკალ.)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები