LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ბრიტნი სპირსის მემუარებს ფილმად გადაიღებენ – პოპის პრინცესას საბრინა კარპენტერი განასახიერებს

181
britney-spears-memoir

Გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტნი სპირსის მემუარების – The Woman in Me მიხედვით, ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ.

Პოპის პრინცესამ Საკუთარ ცხოვრებასა და კარიერის მნიშვნელოვან თუ ტრაგიკულ, საზოგადოებისთვის უცნობ მოვლენებზე დაფუძნებული ავტობიოგრაფიული წიგნით, ფარდა ბევრ საიდუმლოს ახადა. Სწორედ ამიტომ გადაწყდა ნაწარმოების ბიოპიკად გარდაქმნა, რომელსაც მოარული ხმების თანახმად, Wicked-ის რეჟისორი, ჯონ ემ ჩუ უხელმძღვანელებს.

Თავად მომღერლის კომენტარი ბრეიქინგთან დაკავშირებით, ისევე როგორც პროექტის სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

,,ქალი ჩემში” 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა და დღემდე განხილვად და საკამათო თემად რჩება.

Ფანებს მიაჩნიათ, რომ კინოსურათში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი და მათი კუმირი, საბრინა კარპენტერმა უნდა განასახიეროს. Ისინი ამ უკანასკნელს ახალი თაობის პოპის პრინცესად თვლიან და ფიქრობენ, რომ მასზე კარგად ამ როლს ვერავინ მოირგებს.

Შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს, ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი ოფიციალურად დასრულდა და ის მეურვეობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები