LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ახალგაზრდა თაობა უნდა მიხვდეს, რომ ნარკოტიკი არ მიიღოს, ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა, ძალიან ბევრი მეგობარი დამეღუპა“ – გიგა პაპასკირი

226
ing (1)

„ახალგაზრდა თაობა უნდა მიხვდეს, რომ ნარკოტიკი არ მიიღოს, ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა, მე ძალიან ბევრი მეგობარი დამეღუპა“, – ამის შესახებ ცნობილმა დიჯეიმ, გიგა პაპასკირმა განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემაში „შუადღე live“ და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა, დაახლოებით, 15 წელია, რაც დიჯეი ვარ და სხვადასხვა კლუბში ვუკრავ. სცენიდან ვხედავ, როგორი სიტუაციაა.

როდესაც დაკვრა დავიწყე, 5 წლის შემდეგ შემთხვევით მოვხვდი საზოგადოებაში, სადაც „ბიო“ გამასინჯეს, ერთი წლის განმავლობაში ძალიან ცუდად ვიყავი, დამეწყო შიშები, დეპრესია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდა. მანამდე არასდროს არაფერი მქონდა გასინჯული, ალკოჰოლს მცირე რაოდენობით ვიღებდი, „ბიომ“ ძალიან იმოქმედა..

რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ვუყურებ, ვხედავ, რა მდგომარეობაში არიან ახალგაზრდები კლუბის გარეთ, პარასკევი, შაბათი, კვირა, სასწრაფოებით არის სავსე..

დეიდაჩემი საავადმყოფოში მუშაობს, იქაც მივსულვარ და მინახავს, ამ კლუბებიდან წაყვანილი რამდენი ახალგაზრდა შემოდის, განსაკუთრებით, პარასკევს, შაბათს და კვირას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები