LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში 4 პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

157
befunky-collage-20-2024-02-11_15-49-37_714871

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება იყო.

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მკვლელობის საქმის პროკურორი: დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება – ახალ წლამდე ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა ბიძასთან

ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

„ეს ბიჭი სვამდა ხოლმე.. ტაქსის მძღოლი დილით ვნახე, მომესალმა, წავალ ხორცს ვიყიდი და მოვალო, მითხრა და მერე ეს ამბავი მოხდა“ – რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოვაჭრე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები