LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა საბედისწერო შემთხვევა“ – ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 14 წელი გავიდა

171
ing

ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვიდან 14 წელი გავიდა.

2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველმა მოციგავემ ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს უისტლერის ტრასაზე მართვა იმ დროს დაკარგა, როდესაც ციგა 143 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

14 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას განცხადებით ეხმიანება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი:

„ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკულად დაიწყო. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო.

თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეულ და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენს ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება“ – წერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g