საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ეს ცვლილება საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენაა მიმართული.
შეგახსენებთ, თუ სესხს იღებთ უცხოურ ვალუტაში, მაგრამ შემოსავალი გაქვთ ლარში – ეს სესხი არაჰეჯირებულია.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.