LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ… საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, მოდით თქვენ დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო“ – ქართველი მაშველის ემოციური პოსტი თურქეთიდან

180
მიშო შუბითიძე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი მიშო შუბითიძე, რომელიც ქართველ მაშველებთან ერთად თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად არის წასული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მიშო შუბითიძე წერს, ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არავისზე ნაკლები არ არიან. ქართველი მაშველი წერს, რომ ადგილობრივები, როგორც კი საქართველოს გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან.

ვიდეო: ქართველი მაშველები ნანგრევებიდან ადამიანის ამოყვანას ცდილობენ, რომელიც 64 საათია გაჭედილია

ქართველმა მაშველებმა თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინეს

ქართველმა მაშველმა ძაღლმა ტინტომ თურქეთში ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო

„1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა, ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი…. მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა ნაკლები არაფრით არ ვართ! ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ თქვენ მოდით თქვენ დაგვეხმარეთ სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით“, – წერს მიშო შუბითიძე სოციალურ ქსელში.

 

1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა , ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი….. მაგრამ საქართველომ და…

Posted by Misho Shubitidze on Monday, 13 February 2023

 

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი არის გაგზავნილი.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.

პოპულარულები