LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“1 თვის განმავლობაში, შეიძლება, ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს” – ივანე ჩხაიძის მოსაზრებით, არსებობს ალბათობა, რომ პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმი, პოპულაციური იმუნიტეტი მივიღოთ 

339
ivanechxaidze

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ დაახლოებით 1 თვეში არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 977 832 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g