LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ – Easyjet Traveller-ი საქართველოს დედაქალაქის შესახებ წერს

117
თბილისი

„10 მიზეზი, რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ასეთი სათაური აქვს საქართველოს დედაქალაქის შესახებ სამგვერდიან სტატიას, რომელსაც ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet საბორტო ჟურნალში Traveller აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომ მოხვდა თბილისი ავიაკომპანიის მიერ შედგენილ 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში.

მოგზაურობის მოყვარულები, სტატიის მეშვეობით, საქართველოს კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს ეცნობიან. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და რომ ჩვენს ქვეყანაში ქვევრში ღვინის დაყენების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.

შეგახსენებთ, Easyjet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს. ავიაკომპანია ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g