იყო კარგი მშობელი – რთული ამოცანაა. განსაკუთრებით თუ სუპერვარსკვლავი ხარ და 6 შვილი გყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავური წყვილი შესანიშნავად ითავსებს მშობლის მოვალეობებს.
რჩევები ანჯელინასგან
- მასწავლებლებს კარგად უნდა გადაუხადონ. მრცხვენია, რომ ამერიკა – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელწიფოა პლანეტაზე და ის ასეთ მიზერულ ხელფასს უხდის მასწავლებლებს, რომლებიც მომავალ თაობებს ზრდიან. ეს უბრალოდ აბსურდია! მე და ბრედი პირადი მასწავლებლის ანაზღაურებაზე არ ვდაობთ, რადგან ორივე მივიჩნევთ, რომ თუ განათლების სისტემაში მყოფ ხალხს არ დავაფასებთ, ჩვენ საკუთარ მომავალს გავაუფასურებთ.
- ჩემი სახლი არის იქ, სადაც არიან ჩემი შვილები. ჩემთვის პრობლემა არ არის ამა თუ იმ ადგილას გადაადგილება. მთავარია, ჩემი შვილები ჩემთან ერთად იყვნენ.
- ბავშვების დაბადება – საბაბია, აპატიო მშობლებს. შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ როდესაც გზრდიდა მამა, რომელიც შორს იყო იდეალურისგან, ეს შენს შვილებთან დამოკიდებულებაზეც აისახება. როდესაც თავად ხდები მშობელი, საშუალება გეძლევა, შეურიგდე მშობლებს. აბსურდული შეცდომები, რომლებსაც მამა უშვებდა, საშუალებას მაძლევს, უკეთესი დედა ვიყო.
- იდეალური მამა – ეს არის ის, ვინც იცის, როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციაში და შეუძლია თავის ხელში აყვანა. ის, ვინც ძალას დიპლომატიას არჩევს. ის, ვინც იცის, როგორ მოექცეს საკუთარ შვილებს.
- ჩვენ ვჩხუბობთ მოწმეების გარეშე. ძალიან რთულია ბრედის მდგომარეობიდან გამოყვანა. ის ლოგიკური აზროვნების ადამიანია, მე კი იმპულსური ვარ და ყველაფერს ბოლო წუთს ვაკეთებ, მაშინაც კი, როდესაც ბავშვები მყავს გარშემო. მაგრამ, რაც შეეხება აღზრდას, აქ მე და ბრედი ერთ ტალღაზე ვართ. ის არასოდეს დაობს ჩემს გადაწყვეტილებებზე, ისევე, როგორც მე. ვფიქრობ, არაფერია იმაზე უარესი, როდესაც მშობლები ბავშვების თანდასწრებით განიხილავენ ამა თუ იმ პრობლემას. თუ კამათამდე მიდის საქმე, ამას ცალკე ვაკეთებთ. ამიტომ არის, რომ როდესაც მედოქსს ვეუბნები, რომ მამასთან ერთად მოტოციკლით ვერ წავა, ის აღარ მედავება.
რჩევები ბრედიგან
- ჩვენ ვაძლევთ პროფესიის არჩევანის თავისუფლებას. ბავშვობაში ჯონ ტრავოლტას ფანი ვიყავი. როდესაც ცოტა წამოვიზარდე, ჟურნალისტობა მინდოდა. შემდეგ დადგა დისკოს პერიოდი, ამის მერე ფოტოგრაფიამ გამიტაცა, ვიღებდი ყველაფერს, რაც მომხვდებოდა. სიყვარული არქიტექტურისადმი ცოტა გვიან მოვიდა. როგორ შემიძლია ამის მერე შვილებს რამე დავაძალო?
- ბავშვებს თავზე არ ვახვევთ ჩვენს რწმენას. ჩემი და ენჯის შვილები სხვადასხვა წარმომავლობებისა და შესაბამისად სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, ამიტომ მათ არ ვაიძულებთ სწამდეთ ის, რისიც გვწამს ჩვენ. მე ბაპტისტების ოჯახში გავიზარდე, თუმცა, არასოდეს მდომებია ისევე გულმოდგინედ მელოცა, როგორც ამას ჩემი მშობლები აკეთებდნენ. მე მასწავლეს, რომ პატივი უნდა ვცე სხვის რწმენას. იგივეს ვაკეთებ ჩემს შვილებთან.
- მე გავხდი ვარსკვლავი მანამდე, სანამ ასეთი დიდი ოჯახი მეყოლებოდა. ახლა ჩემი პრიორიტეტი – ბავშვები არიან. თუმცა მათ მთელი ენერგია მიაქვთ. ხედავთ სილურჯეებს ჩემს თვალებთან? იმ გოგონებმა, რომლებიც პოსტერებიდან შემომნატრიან, რომ იცოდნენ როგორ გამოვიყურები დილაობით, გაცნობაც კი აღარ მოუნდებოდათ, იმდენად გაუცრუვდებოდათ იმედი. ადრე, სახლიდან რომ გამოვდიოდი ვფიქრობდი: „რა გეგმები ამქვს დღეს?“ ახლა კი ხშირად ვფიქრობ: „როდის მოვრჩები დღეს მუშაობას?“ ხედავთ განსხვავებას?
- ჩვენ მათ ერთმანეთისგან არ ვანსხვავებთ. რამდენიმე მათგანი ჩვენი ბიოლოგიური შვილია, რამდენიმე ვიშვილეთ – ისინი არ უნდა გრძნობდნენ განსხვავებას. ვიშვილოთ ბავშვი, ეს ჩვენი მისიაა!
- უნდა გქონდეს მშობლის ამბიცია. ბავშვები ბევრს გვაძლევენ: სულის სიმშვიდეს, ცხოვრების ბედნიერებას, სურვილს, გაიზარდო პიროვნულად. ვგიჟდები, ისე მსიამოვნებს მათი ბუნებაში გაყვანა და მათთვის ახალი თამაშების გამოგონება. დამიჯერეთ, ეს ყველაფერი სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთადერთი, რაც ჩემს შვილებს არ შეუძლიათ – რუტინაა. ისევე, როგორც ყველა მშობელს, მეც მაქვს ამბიციები და მათზე დიდ იმედებს ვამყარებ. სხვა ბავშვებთან შედარებით მათ დიდი უპირატესობა აქვთ, ფუფუნებაში ცხოვრობენ და იმედი მაქვს, ამას სწორად გამოიყენებენ. მე რომ ბავშვი ვიყავი, რამდენიმე წყვილი ბოტასი მქონდა, ჩემი მშობლები ახლის ყიდვის წინ ელოდებოდნენ, როდის დაძველდებოდა წინა წყვილი. მათ ეს პრობლემა არ აქვთ. ერთადერთი, რასაც ვთხოვ ის არის, რომ პატივს სცემდნენ მასწავლებლებს და კარგად მოიქცნენ გაკვეთილებზე. რა დავამატო? თითოეული მათგანი ჩემი განუყოფელი ნაწილია… სამუდამოდ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური Vanity Fair-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე სწორედ ჯოლისა და პიტის ფოტოსესია დაამშვენებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ქსელში. ფოტოსესია მათი ახალი ფილმის „ზღვასთან ახლოს“ მხარდასაჭერად შედგა.


