შესაძლოა ეკონომია ძალიან რთული იყოს, თუმცა თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების გაკონტროლება ნამდვილად შეგიძლიათ.
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მსურველებისთვის სპეციალისტებმა რამდენიმე რჩევა გამოაქვეყნეს.
1. აკონტროლე ხარჯი
თუკი ზუსტად იცი, თუ სად მიდის შენი ფული, ბევრად მარტივი იქნება საჭირო ცვლილებების გატარება.
2. საჭიროება სურვილებისგან გამოყავი
კარგად დაფიქრდი ყოველი დიდი ხარჯის წინ, განსაზღვრე ნამდვილად გჭირდება თუ არა ეს შენაძენი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფინანსებში შეზღუდული ხარ.
3. მოერიდე საკრედიტო ბარათის გამოყენებას
რაც არ უნდა მოსახერხებელი იყოს საკრედიტო ბარათი, სამომავლოდ მხოლოდ ხარჯების გაზრდას გამოიწვევს.
4. შეაგროვე
შექმენი ვირტუალური ყულაბა და ბარათის ყოველი გამოყენების დროს გარკვეული თანხა იქ გადარიცხე. დააყენე ავტომატური გადარიცხვის სერვისი და შეაგროვე ფული.
5. პერიოდული ხარჯები შეამცირე
შესაძლოა შვებულების დროს ყველაფრის დახარჯვა გინდოდეს, თუმცა გახსოვდეს რომ შესაძლოა მომავალში ეს ძალიან ინანო.
6. დაზოგე ენერგია ნაკლები გადასახადისთვის
ისწავლე ეკონომია, რაც მომავალში შენს გადასახადებზე მხოლოდ დადებითაც აისახება.