LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 თვეა სააკაშვილი პატიმარია – თუკი პენიტენციურ სამსახურს ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა“ – ხაჭაპურიძე ბრეგაძეს პასუხობს

85
ბრეგაძე და ხაჭაპურიძე

„10 თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმარია. ამ დროის განმავლობაში, პირველი დღიდან ისმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩემი აზრით, სასჯელაღსრულების პენიტენციურ დეპარტამენტს თუკი ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

აღნიშნულით ადვოკატი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მინისტრმა თქვა, რომ შეიძლება სააკაშვილი ძალიან კარგად არის და არ აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ამიტომ სხვა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაც არ გამორიცხა.

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, თუკი სასჯელაღსრულების პენიტენციურ დეპარტამენტს ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა, ხოლო იმისთვის, რომ საქმე არ გაჭიანურდეს, ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ჯგუფები.

ადვოკატის თქმით, საქმის გაჭიანურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებასთან არის დაკავშირებული.

„10 თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმარია. ამ დროის განმავლობაში, პირველი დღიდან ისმის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩემი აზრით, სასჯელაღსრულების პენიტენციურ დეპარტამენტს თუკი ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა.

ბატონ რატის [ბრეგაძე], როგორც იურისტს, დიდ პატივს ვცემ, თანაქალაქელები ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის ტერმინი „საქმის გაჭიანურება.“ ამჟამად ეს ემსახურება მხოლოდ გაჭიანურებას, ამიტომ რათა გაჭიანურებას არ ჰქონდეს ადგილი, ვთავაზობთ გამოსავალს. ახლავე შეუძლიათ ამ საექსპერტო ჯგუფში ჩართონ თავისი ექსპერტები, იქნება ეს სამხარაულის თუ სხვა რომელიმე კერძო ექსპერტიზა, ვისაც თავად საჭიროდ ჩათვლიან.

თავად საქმის გაჭიანურება დაკავშირებულია ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებასთან. რათა მოვიქცეთ ჰუმანურად და პროცესუალურად და კანონის ჩარჩოებში, ახლავე ვთავაზობთ, რომ ჩაერთონ ამ ჯგუფების მუშაობაში. რა ტიპის ექსპერტიზაც მათ გაუხარდებათ, ვინც უნდათ და როგორც უნდათ, ჩვენ ღია ვართ და ერთადერთი თხოვნა გვაქვს – საქმე არ უნდა გაჭიანურდეს.

თუ ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დანიშნავს რომელიმე დაწესებულება სასამართლო ექსპერტიზას, აქ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხრიკი, რომელსაც ხშირად მიმართავს სახელმწიფო – როდესაც ჩაუტარდა პირველი ექსპერტიზიდან მეორე ექსპერტიზამდე გარკვეული მკურნალობა და გაუმჯობესდა მდგომარეობა.

ეს არაერთხელ ვნახეთ, ამიტომ ყველაფერი სუფთად, თამაშის წესების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად რომ იყოს, თუ მათ ამის სურვილი გააჩნიათ და არ ენდობიან იმ ექსპერტებს და საექსპერტო დასკვნას, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, ჩაერთონ ამ პროცესში“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ხაჭაპურიძემ.

უცხოელ ექსპერტებზე საუბრისას, სააკაშვილის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ ხარისხის ექსპერტებში ეჭვის შეტანა შეურაცხმყოფელია.“

„გარდა ამისა, ამ საქმეში გვეყოლებიან სასამართლო მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთი ბატონ რატის [ბრეგაძის] ლექტორიც იყო. ასევე იქნება სტრასბურგის სასამართლოს ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის მთავარ სასამართლოში არის უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე. ამ ყველაფერში ეჭვის შეტანა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა ეს მხარის უფლებაა, რომელსაც ვერ შევზღუდავთ და პირიქით, მზად ვართ ღიაობისთვის.

მიხეილ სააკაშვილთან არ მისაუბრია, თუმცა ყოველთვის ამბობდა, რომ შემამოწმონ, შეისწავლონ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეტსაც გეტყვით, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დანიშნულია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ფსიქიატრიული, ქიმიური და კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა.

ეს ექსპერტიზები არ დაწყებულა და თუ ასეთი ინტერესი იყო, ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა. ახლა მთელი ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსკენ.“– განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, უცხოელი სამედიცინო ექსპერტები საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მოსანახულებლად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც ამასთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა მოამზადებენ.

უცხოელი სამედიცინო ექსპერტები საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან. უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან და სააკაშვილის ოჯახის წევრებთან.

“მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში” – შალვა ხაჭაპურიძე ასახელებს 2 კითხვას, რომელსაც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი

 

magti 5g