10 წლის შემდეგ, ბიონსე Met Gala-ზე წარდგება. მეტიც, არტისტი კოსტიუმების წვეულების თანაორგანიზატორი იქნება. ეს ამპლუა პირველად მან 2013 წელს მოირგო, უკანასკნელად კი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოვლენას, 2016 წელს დაესწრო.
ცნობილი გახდა, რომ ბიონსესთან ერთად, Vogue-ის კონტენტ-კრეატორს, ანა ვინტურს ყველაზე გლამურული საღამოს წარმართვაში, ნიკოლ კიდმანი და ვინუს უილიამსი დაეხმარებიან.
კოსტიუმირებული გალა მიღების მიმდინარეობაში მონაწილეობას ასევე: საბრინა კარპენტერი, დოჟა ქეთი, ლისა, სემ სმიტი და სხვები მიიღებენ.

Met Gala 2026 წლის მაისის პირველ ორშაბათს, 4 რიცხვში გაიმართება. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის განცხადებით, კოსტიუმების ინსტიტუტის მომავალი გამოფენის სახელწოდება და მთავარი თემა, რომელიც ცერემონიასა და მის ,,დრესკოდს” განსაზღვრავს – ,,კოსტიუმების ხელოვნებაა” (Costume Art). ექსპოზიციაზე, რომელიც 10 მაისიდან გაიხსნება სახვითი ხელოვნების ნიმუშები, კოსტიუმები და აქსესუარები გამოიფინება.