LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის ცოლ-ქმარმა ბედნიერი ქორწინების საიდუმლო გაამხილა

51
couple

ამერიკელმა წყვილმა ივნისში ქორწინების 79 წლის თავი აღნიშნა. ივლისში კი ორივე 100 წლის ხდება.

ცოლ-ქმარმა გაცნობის ისტორია გაიხსენა და ბედნიერი ქორწინების საიდუმლოზეც ისაუბრა. მათი ისტორია WHBQ-TV-მ გაავრცელა.

უილიამ ჰუბერტი და მისი მეუღლე ფრანსის ჯუნი 1922 წლის ივლისში დაიბადნენ. 1943 წლის 8 ივნისს მათ ინდიანას შტატში იქორწინეს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოჰაიოს შტატში დასახლდნენ.

ძლიერი ქორწინების მთავარ საიდუმლოდ 100 წლის ცოლმა და ქმარმა ერთმანეთის პატივისცემა და ურთიერთგაგება დაასახელეს. უილიამის თქმით, მათ ერთად ამდენი წელი იმიტომ გაატარეს, რომ ყოველთვის საერთო ინტერესებს პოულობდნენ, ესმოდათ ოჯახის მნიშვნელობა და არასდროს ჩხუბობდნენ.

მათ ერთმანეთი ტაძარში გაიცნეს. „ეკლესიაში რომ შევედი, უკანა სკამი თავისუფალი იყო, ჩემს წინ გოგონები ისხდნენ. ჯუნმა მოიხედა და გამიღიმა.. ყველაფერი ასე დაიწყო.“

წყვილს სამი შვილი, 7 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები