LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ათასმა მარათონელმა ითაღლითა და ფინიშამდე ავტომობილით მივიდა

115
Screenshot 2023-09-08 122504

მექსიკაში მარათონის ორგანიზატორებმა მასობრივი თაღლითობის ფაქტი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Marca ავრცელებს.

XL Mexico City Marathon-ის 11 ათასზე მეტმა მონაწილემ დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ ფინიშამდე მათ სიცრუით მიაღწიეს. იმისათვის რომ საკმაოდ დიდი დისტანცია დაეფარათ „მორბენალებმა“ ავტომობილები ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენეს. სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც ელექტრონული სამაჯურები შეამოწმეს და ისინი გარკვეულ მონაკვეთებზე სიჩქარის საგრძნობ მატებას აფიქსირებდნენ.

ღონისძიება მეხიკოში ჯერ კიდევ 27 აგვისტოს ჩატარდა და მასში მონაწილეობას 30 ათასი მორბენალი იღებდა.
მარათონელთა მხრიდან თაღლითობის ფაქტების შესახებ ორგანიზატორებმა არაერთი საჩივარი მიიღეს და გამოძიების ჩატარება ამის შემდეგ გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევა მეხიკოს მარათონის ისტორიაში პირველი არ არის. 2017 წელს 6 ათასამდე სპორტსმენმა მიიღო დისკვალიფიკაცია, ხოლო 2018 წელს – 3 ათასმა.

ორგანიზატორები თავს იმით იმშვიდებენ, რომ გამოძიების ეფექტურობა და თაღლითების სწრაფად გამოვლენის უნარი ღონისძიების მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები