LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1113 გარდაცვლილი და 43 ათასზე მეტი დაავადებული: კორონავირუსის ბოლო მონაცემები

203
51579917373-TBcoronavirus

ახალი ტიპის კორონავირუსს 1 113 ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს ინფორმაციას დაავადებულთა საერთო რაოდენობის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რიცხვმა 44 600-ს მიაღწია.

ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 4 740 პაციენტი, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან, უხანის პროვინციაში, დამატებით 20 ათასამდე მედპერსონალი გაიგზავნა. მათ უახლოეს დღეებში მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფიც შეუერთდება.

გლობალური საფრთხე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ 11 თებერვალს მირებული გადაწყვეტილებით, ახალ კორონავირუსს ოფიციალური სახელწოდება COVID-19 მიანიჭეს.

ჩინეთში, ერთ გასულ დღე-ღამეში 2 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ჯანდაცვის კომიტეტის დაკვირვებით, 31 იანვრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კორონავირუსის დედაქალაქი: რითი იყო ცნობილი ვირუსამდე ქალაქი უხანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები