LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს – არ უნდა დავუშვათ, საქართველოს მხარემ გადადგას ნაბიჯები და აღმოჩნდეს, რომ ისინი ან არასაკმარისი, ან არაადეკვატური იყო: ვანო ჩხიკვაძე

99
ვანო ჩხიკვაძე

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ვანო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს. მისივე თქმით, არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს მხარემ გადადგას ნაბიჯები და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ისინი ან არასაკმარისი, ან არაადეკვატური იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში დასაკარგი დრო არ გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რეკომენდაციები გახდნენ ე.წ. “მოძრავი სამიზნეები” moving targets, რაც იმას გულისხმობს რომ საქართველოს მხარემ გადადგას ნაბიჯები და ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ისინი ან არასაკმარისი, ან არაადეკვატური იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამიტომ ჩემი აზრით კარგი იქნება:

1. ფართო კონსესუსით (იდეალურ შემთხვევაში) შეიქმნას საგზაო რუკა, რომელიც თითოეული რეკომენდაციის ქვეშ გაწერს კონკრეტულ ნაბიჯებს, შესაბამისი ვადების მითითებით, რომელთა გადადგმაც რეკომენდაციების შესრულებაში დაგვეხმარება;

2. ეს დოკუმენტი წარვუდგინოთ ევროკავშირს (ევროკომისიას რომელმაც წლის ბოლოს უნდა შეაფასოს საქართველოს პროგრესი) და მათი მხრიდან მივიღოთ მხარდაჭერა; ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი (და თუ სწორად მახსოვს ამ დრომდე უკანასკნელი) შეხვედრა 2018 წელს გაიმართა“, – წერს ვანო ჩხიკვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g