LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის ბიჭუნამ ავტომობილი გაიტაცა და 120 კმ. გაიარა

52

12 წლის ბიჭუნამ ავტომობილი გაიტაცა და 120 კმ. გაიარა. სააგენტო “WWLP“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ალაბამას შტატში მოხდა და ბავშვმა მანქანა დედას მოპარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოზარდი მშობლებს ეჩხუბა, გაბრაზებულმა გასაღები მოიპარა და მისისიპის შტატში გაიქცა. გზაში ბიჭუნას საწვავი გაუთავდა და გაჩერებაც სწორედ ამიტომ მოუხდა. პოლიციის თანამშრომლები პატარას მოხერხებულობით გაოცებულები დარჩნენ. ამერიკელმა 120 კმ ისე გაიარა, რომ საავარიო სიტუაცია არ შეუქმნია და მეზობელ შტატში უპრომლემოდ ჩავიდა. ხოლო, შეექმნებათ თუ არა ბიჭუნას მშობლებს კანონთან პრობლემა, ამას გამოცემა არ აზუსტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები