LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია – არც ბიძინა და არც მიშა, ქუდზე კაცი 26-ში, ეს არის გამარჯვების ფორმულა“ – ზვიად ძიძიგური

133
ზვიად ძიძიგური, ლევან გოგიჩაიშვილი, როინ ქოჩორაშვილი

„12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ძიძიგურმა განმარტა, „12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს“.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და საგამოძიებო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არ მოსულა ხელისუფლებაში იმიტომ, რომ „ათიათასობით ადამიანი უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო წასულიყო ემიგრაციაში საკუთარი სამშობლოდან“:

„დღეს 1-ელი ოქტომბერია. 12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაეხლიჩა, დაეყო თავისიანებად და მტრებად. არ მოსულა იმისთვის, რომ პოლიტიკაში მთავარ საკომუნიკაციო ენად სიძულვილის ენა ყოფილიყო; არ მოსულა იმისთვის, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო. არ მოსულა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი ასევე, გადახედილი ყოფილიყო.

არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები. არ მოსულა ხელისუფლებაში იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკა დაეყენებინა დარტყმის ქვეშ.

არ მოსულა იმიტომ, რომ მათი ჩინოვნიკების ზღვარგადასულ უზნეობაზე და სიხარბეზე ეყურებინა ქართულ მოსახლეობას. არ მოსულა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო წასულიყო ემიგრაციაში საკუთარი სამშობლოდან. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია. ესაა ამომრჩეველი, პირობითი სახელწოდებით – არც ბიძინა და არც მიშა, მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე. ქუდზე კაცი 26-ში, არც ბიძინას და არც მიშას. ეს არის გამარჯვების ფორმულა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g