LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

125 ათასი ევრო და ერთთვიანი პატიმრობა – სასჯელი მესის პასპორტთან ერთად გადაღებული სელფისთვის

46

გასული წლის დეკემბერში, დუბაიში ცნობილ ფეხბურთელს, ლიონელ მესისა და მის თაყვანისმცემელს შორის ინციდენტი მოხდა. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამავდროულად მესის გულშემატკივარი აღმოჩნდა, „ბარსელონას“ თავდამსხმელს მასთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ მან სასურველი სელფის ალტერნატივა იპოვა და საკუთარი თავი მესის პასპორტთან ერთად გადაიღო და სოციალურ ქსელ Snapchat-ზე ატვირთა.

საბოლოოდ, „ტელეკომუნიკაციური სისტემის ბოროტად გამოყენებისა“ და „პირად ცხოვრებაში ჩარევის“ გამო, პოლიციელს ჯარიმა 125 ათასი ევროს ოდენობით დაეკისრა და ერთთვიანი პატიმრობაც შეეფარდა.

თავად ლიონელ მესის სკანდალზე, სადაც ის მთავარი პერსონაჟია, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები