13 წლის შემდეგ, 19 ივლისს, ჯო ჯონასმა ახალი სოლო სინგლი – Work It Out გამოუშვა. გაირკვა, რომ სიმღერა Jonas Brothers-ის ერთ-ერთი წევრის მომავალი მუსიკალური პროექტის მთავარი ჩანაწერია. 18 ოქტომბერს, დღის სინათლეს ამერიკელი მომღერლის მეორე, ძმებისგან დამოუკიდებელი სტუდიური ალბომი – Music for People Who Believe in Love იხილავს.
ჯო ჯონასის სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Fastlife რელიზი, 2011 წლის 11 ოქტომბერს შედგა.
ჯო ჯონასმა ახალი სოლო სინგლის გამოსვლა დააანონსა