LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

136 თანამდებობის პირი ქონებრივ დეკლარაციებში არსებული დარღვევების გამო დაჯარიმდა

133
ქონებრივი დეკლარაცია

2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36%, ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან:

  • დადებითად შეფასდა 165 დეკლარაცია,
  • დაჯარიმდა – 136 თანამდებობის პირი,
  • გაფრთხილება მიეცა – 45 თანამდებობის პირს,
  • მონიტორინგი შეწყდა – 31 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის შეწყვეტის მიზეზსაც წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა და არ წარმოადგენდნენ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს. ასევე, თანამდებობის პირების გარდაცვალების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ საზღვარგარეთ მუდმივად ყოფნის ფაქტები.

magti 5g